შოთაძის ქუჩაზე მიუსაფარი ძაღლებისათვის სახლი განთავსდა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, ზაჰესში, სვიმეონ შოთაძის ქუჩა N3-ში მიუსაფარ ძაღლებს ხის სახლი დაუდგა. აქტივობაში სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკა ქობულაძემ და გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ მიიღეს მონაწილეობა.
,,ქუჩის ცხოველებისათვის ხის სახლების დადგმა მათი გადარჩენისათვის განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც ცხოველებს გასათბობად მეტი საკვები და თავშესაფარი სჭირდებათ. საბედნიეროდ, სააგენტოსა და ცხოველების მოყვარული ადამიანებისაგან მაგალითს ბოლო პერიოდში არაერთი კერძო და სახელმწიფო სტრუქტურა იღებს. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება აღნიშნული საკითხის მნიშვნელობისაკენ და წავახალისოთ მათი აქტიურობა.“ - აღნიშნა ნიკა ქობულაძემ.