სიახლეები
22 თებერვალი
2022

მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლი დაიდგა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის მე-19 კორპუსის მიმდებარედ, ახლად რეაბილიტირებულ პარკში, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლი განათავსა.
აქტივობაში მონაწილეობდა სააგენტოს დირექტორი ნიკა ქობულაძე, რომელიც ადგილზე ცხოველთა მიმკედლებლებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.
 
მიუსაფარი ცხოველებისათვის განკუთვნილი ხის სახლების დადგმა ადგილობრივი გამგეობების მხარდაჭერით ხორციელდება.
 
პროექტის მიზანი ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში მოქალაქეებისა და კერძო სექტორის ჩართულობის წახალისებაა.