სიახლეები
04 მარტი
2022

მაშველებმა გორგასლის ქუჩაზე 12-14 მეტრის ხიდან კატა უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა გორგასლის ქუჩაზე 12-14 მეტრის ხიდან კატა უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და საცხოვრებელ არეალს დაუბრუნეს.
 
ხშირად ძაღლებისგან შეშინებული კატები, თავის გადარჩენის მიზნით, ხეებზე აცოცდებიან და საფრთხე რომ გადაივლის, ჩამოსვლას რამდენიმე დღე უშედეგოდ ცდილობენ.
 
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.