სიახლეები
17 მარტი
2022

სააგენტომ ორთაჭალაში მიუსაფარ ცხოველებს ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაუტარა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასლის ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე მიუსაფარი ცხოველების მასობრივი ანტირაბიული (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია ჩაატარა.
 
აღნიშნული პროცედურა მიმკედლებლებთან კოორდინაციით განხორციელდა.
 
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ქუჩის ცხოველებს ცოფის საწინააღმდეგო განმეორებით აცრას პერიოდულად უტარებს.
 
ანტირაბიული ვაქცინაცია და შემდეგ ყოველწლიური რევაქცინაცია კატებისა და ძაღლების ცოფის ვირუსის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი ღონისძიებაა. მისი მიზანი მოსახლეობისა და ცხოველების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.
 
გასულ წელს სააგენტომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჯამში, 7 400-მდე ცხოველს ჩაუტარა.
 
სააგენტო მადლობას უხდის ქუჩის ბინადარი ცხოველების მიმკედლებლებს, რომლებიც ვაქცინაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში სააგენტოსთან ინტენსიურად თანამშრომლობენ.
 
ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება ამიტომ, რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ხდება.
 
მიუსაფარი ცხოველების ბოლო ვაქცინაციის ზუსტი თარიღის დადგენის მიზნით, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე - 032 2 421 424