სიახლეები
29 მარტი
2022

მაშველებმა კატა მესამე სართულის აივნის სახურავიდან ჩამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველები კატას დაეხმარნენ, რომელიც წყნეთის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის აივნის სახურავიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებდა.

მაშველებმა კატა ამწე კალათის მეშვეობით ჩამოიყვანეს და მის საცხოვრებელ არეალს დაუბრუნეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.