სიახლეები
14 აპრილი
2022

საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი 182-ე საჯარო სკოლაში

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შინაური ცხოველების შესახებ შემეცნებითი გაკვეთილი 182-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ჩაუტარა.
 
გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
 
ცხოველების კეთილდღეობა და მათი უფლებები;
ადამიანისა და ცხოველების მეგობრობის ისტორიები;
მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;
რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“;
რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე;
რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და ზოგადად, ადამიანს;
როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;
ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;
მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები.
 
გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და იმსჯელეს, თუ როგორი უნდა იყოს ცხოველის პასუხისმგებლიანი მეპატრონე. ბავშვებმა ერთმანეთს თავიანთი ცხოველების ისტორიები და პირადი გამოცდილება გაუზიარეს.
 
სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, მოსწავლეებს სააგენტოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს და ცხოველების მეგობრის სტატუსი მიანიჭეს.
 
პროექტის მიზანია მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება.
მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, რომელთაც გსურთ, სააგენტომ თქვენს კლასში აღნიშნული გაკვეთილი ჩაატაროს, დარეკეთ ცხელ ხაზზე - 032 2 421 424 ან მოგვწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით.