სიახლეები
03 მაისი
2022

მაშველები კატას დაეხმარნენ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა იაკობ ნიკოლაძის N8-ში 14 მეტრამდე სიმაღლის ხიდან უვნებლად ჩამოიყვანეს სიამის კატა.
 
ხშირად ძაღლებისგან შეშინებული კატები, თავის გადარჩენის მიზნით, ხეებზე აცოცდებიან ხოლმე და საფრთხე რომ გადაივლის, ჩამოსვლას რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობენ.
 
მაშველებმა კატა ამწე კალათის მეშვეობით ჩამოიყვანეს და პატრონს დაუბრუნეს.
 
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.