მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა გლდანის მე-3 ა მიკრორაიონში, მე-16 კორპუსის საჰაერო მილში ჩავადნილი კნუტი გადაარჩინეს.
მოსახლეობას მილებში ჩაცვენილი კნუტების ხმა რამდენიმე დღის განმავლობაში ესმოდა. ერთ-ერთი მათგანი ადგილობრივმა მოსახლემ საკუთარ ბინაში კედლის გამონგრევის შემდეგ გამოიყვანა, ხოლო მეორეს დასახმარებლად სააგენტოს მიმართა.
მაშველებმა მეორე კნუტის მდებარეობა განსაზღვრეს და სხვენიდან თოკების დახმარებით უსაფრთხოდ ამოიყვანეს.
გადარჩენილი კნუტები, დაახლოებით 2 თვის, ხვადი მეტისები არიან, რომლებიც მაშველებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისა და გაჩუქების მიზნით თავშესაფარში გადაიყვანეს.
კნუტების ჩუქების მსურველებს შეგიძლიათ დარეკოთ თავშესაფარში ნომერზე - 0322 421 171 და განაცხადოთ ჩუქების თაობაზე.
აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გთხოვთ, საჰაერო მილები დალუქოთ მეტალის ბადეებით, ვინაიდან, საკმაოდ ხშირია კნუტების სხვენიდან ღია მილებში ჩაცვენის ფაქტები.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.