მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში, მეცხრე კორპუსის საჰაერო მილში ჩავადნილი კნუტი გადაარჩინეს.
კორპუსის მაცხოვრებლებს კნუტის ხმა რამდენიმე დღის განმავლობაში ესმოდათ, თუმცა მის ადგილმდებარეობას ვერ მიაკვლიეს.
მაშველებმა კნუტის მდებარეობა განსაზღვრეს და სხვენიდან თოკების დახმარებით ამოიყვანეს.
აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გთხოვთ, საჰაერო მილები დალუქოთ მეტალის ბადეებით, ვინაიდან, საკმაოდ ხშირია კნუტების სხვენიდან ღია მილებში ჩაცვენის ფაქტები.
სამაშველო ეკიპაჟის მიერ გადარჩენილი კნუტი, ამავე კორპუსში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ოჯახმა შეიფარა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.