სიახლეები
18 მაისი
2022

მიუსაფარი ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ წერეთლის გამზირისა და მიმდებარე ქუჩების ბინადარი მიუსაფარი ცხოველების მასობრივი ანტირაბიული (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია ჩაატარა.
 
ვაქცინაციის პროცესს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ქობულაძე დაესწრო.
 
ანტირაბიული ვაქცინაციის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს.
 
მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციას სააგენტო მიმკედლებლებთან კოორდინაციით ახორციელებს, ხოლო პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური ვაქცინაცია.
 
სააგენტო მეპატრონეებს მოგიწოდებთ, თქვენს ცხოველებს ანტირაბიული ვაქცინაცია ყოველწლიურად ჩაუტაროთ. ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, არა მხოლოდ ცხოველის, არამედ თქვენი ჯანმრთელობისათვის.
 
სააგენტო მადლობას უხდის ქუჩის ბინადარი ცხოველების მიმკედლებლებს, რომლებიც ვაქცინაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში სააგენტოსთან ინტენსიურად თანამშრომლობენ.
 
ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება ამიტომ, რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ხდება.
 
მიუსაფარი ცხოველების ბოლო ვაქცინაციის ზუსტი თარიღის დადგენის მიზნით, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე - 032 2 421 424