სიახლეები
20 მაისი
2022

საკონტროლო დეზინფექცია

მუნიციპალურ თავშესაფარში საკონტროლო დეზინფექცია ტარდება.
 
ყოველდღიური სანიტარულ-ჰიგიენური პროცესების პარალელურად, საკონტროლო დეზინფექცია სისტემატურად ჩატარდება. ასეთ დროს დამატებით დეზინფიცირდება თავშესაფრის როგორც საოპერაციო ბლოკები, შიდა და გარე ვოლიერები, კატებისათვის განკუთვნილი სივრცე, საკარანტინე განყოფილებები, ასევე ეზო და გასასეირნებელი პერიმეტრი. ამასთან, დამატებით სტერილიზაცია უტარდება ინვენტარსა და ხელსაწყოებს.
 
სისტემატური სანიტარული პროცესების პარალელურად, სრული საკონტროლო დეზინფექცია მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაავადებების გავრცელების პრევენციისათვის.