სიახლეები
07 ივნისი
2022

მაშველებმა საყრდენ სვეტში ჩაცვენილი კნუტები ამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ლილო მოლის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საყრდენ სვეტში ჩაცვენილი კნუტები, მისი ნაწილობრივი გამონგრევის შემდეგ გამოიყვანეს.
 
გადარჩენილი კნუტები, ორი-სამი კვირის ძუ მეტისები არიან, რომლებიც მაშველებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისა და გაჩუქების მიზნით, თავშესაფარში გადაიყვანეს.
 
კნუტების ჩუქების მსურველებს შეგიძლიათ დარეკოთ თავშესაფარში, ნომერზე - 0322 421 171 და განაცხადოთ ჩუქების თაობაზე.
 
გთხოვთ, გააზიარეთ. მათ განსაკუთრებით სჭირდებათ პატრონის მოძიება.
 
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.