მაშველებმა ავტომობილის ძრავიდან კნუტი გამოიყვანეს
მაშველებმა დავით გამრეკელის ქუჩაზე ავტომობილის ძრავში გაჭედილი კნუტი უსაფრთხოდ გამოიყვანეს, რომლისთვისაც ეს შემთხვევა იღბლიანი აღმოჩნდა.
კნუტზე დღეიდან ის მოქალაქე იზრუნებს, რომელმაც მისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით სააგენტოს მიმართა.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ კნუტები და ლეკვები ავტომანქანების ძრავსა და სავალ ნაწილებში ხშირად ძვრებიან.
თუ თქვენი ავტომობილიდან ცხოველის ხმას გაიგონებთ, ძრავის ჩართვამდე, დარეკეთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელ ხაზზე. ამით პირველ რიგში, ცხოველს გადაარჩენთ და ასევე, დაიცავთ ავტომობილს დაზიანებისაგან.