სიახლეები
28 სექტემბერი
2022

ცოფის ვირუსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შინაური ცხოველების ანტირაბიული (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია დედაქალაქის მასშტაბით ოთხ მისამართზე ჩაატარა.
 
ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, თავიანთი ოთხფეხა მეგობრები ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, ვერის ბაღში, მოსკოვის გამზირის N52ა-სთან მდებარე სკვერსა და მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე უფასოდ აეცრათ.
 
ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ტარდება.
 
ანტირაბიული ვაქცინაცია და შემდეგ ყოველწლიური რევაქცინაცია როგორც ძაღლებისა და კატებისათვის ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისათვის, ასევე, ვირუსის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს.