სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები ოთხ მისამართზე განათავსა
4 ოქტომბერს, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები ოთხ მისამართზე განათავსა.
სახლების დადგმას ცხოველებზე მზრუნველი ადამიანები ესწრებოდნენ.
ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე 1925 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ცხოველთა უფლებებსა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო ორგანიზაციები და ცხოველების მოყვარული ადამიანები ამ დღეს მოუწოდებენ ყველას, რომ ისაუბრონ ცხოველების მაგივრად, რადგან მათ თავად საუბარი არ შეუძლიათ.