სიახლეები
03 ნოემბერი
2022

სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლი დადგა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის მე-10 კორპუსის მიმდებარედ, მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლი განათავსა.
 
დედაქალაქის მასშტაბით მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლების დადგმა ცხოველების მიმკედლებლების ჩართულობით ხორციელდება.
 
პროექტის მიზანი ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში მოქალაქეებისა და კერძო სექტორის ჩართულობის წახალისებაა.