სიახლეები
30 ნოემბერი
2022

მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი სახლები კიდევ ოთხ მისამართზე განთავსდა

30 ნოემბერს შინაური ცხოველების მსოფლიო დღე აღინიშნება.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ამ დღესთან დაკავშირებით, მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები ოთხ მისამართზე განათავსა.

შინაური ცხოველების მსოფლიო დღის მიზანია, გააერთიანოს ადამიანების ძალისხმევა შინაური და კომპანიონი ცხოველების უფლებების დასაცავად.

სახლების დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანებიც მონაწილეობდნენ.