სიახლეები
30 ნოემბერი
2022

ჩაპას რეგისტრაცია

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს საპატიო სტუმარი - ,,ჩაპას წერილების" მთავარი პერსონაჟი, თავის პატრონთან ერთად ესტუმრა.

უკრაინიდან ომის მიზეზით საქართველოში ჩამოყვანილი ჩაპა, მეპატრონემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად დაარეგისტრირა.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ცხოველის მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს მის საკუთრებაში მყოფი ცხოველის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია.

სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს.

რაულ ჩილაჩავას ,,ომის წიგნი. ჩაპას წერილები მსოფლიოს ძაღლებს და ადამიანებს" - წიგნის პრეზენტაცია, დღეს, 18:00 საათზე მწერალთა სასახლეში ჩატარდება.