კერძო სკოლა ,,ივერიაში" გაკვეთილი ჩატარდა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მორიგი საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ქალაქ თბილისის კერძო სკოლა ,,ივერიაში" ჩაატარა.
გაკვეთილს მოსწავლეები, კლასის დამრიგებელთან ერთად ესწრებოდნენ.
ბავშვებმა ინტერაქტიულ რეჟიმში მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
- რას ნიშნავს ცხოველის კეთილდღეობა;
- მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;
- რა უფლებები აქვს ცხოველს;
- შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები და პატრონის ვალდებულებები;
- რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და ზოგადად, ადამიანს;
- როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;
- მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები;
მოსწავლეებმა ცხოველების კეთილდღეობის, სტატუსისა და უფლებების შესახებ იმსჯელეს და პატრონის ვალდებულებებზე გაამახვილეს ყურადღება.
სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, მოსწავლეებს სააგენტოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს და ცხოველების მეგობრის სტატუსი მიანიჭეს.
საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.