სიახლეები
20 დეკემბერი
2022

ვიზიტი ,,Mayhew International"-ის ახლად გახსნილ კლინიკაში

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Mayhew International"-ის ახლად გახსნილ ვეტერინარულ კლინიკას ესტუმრა.
 
კობიაშვილი კლინიკის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილა.
 
,,ისეთ ავტორიტეტულ და პროდუქტიულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, როგორიც არის ,,Mayhew International", სააგენტოსთვის
ძალიან მნიშვნელოვანია. თავის დროზე ამ ორგანიზაციამ დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ვეტერინარების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში. ამჯერად, არა მხოლოდ სტერილიზაციის, არამედ სხვა ბევრი მიმართულებით ვფიქრობთ თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის დათვლის პრაქტიკის გაზიარების მიმართულებითაც. ამასთან, ჩვენი ვეტერინარები ,,Mayhew International"-ის კლინიკაში ქირურგიულ და თერაპიულ გადამზადებას გაივლიან." - აღნიშნა კობიაშვილმა.