მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი სახლი
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანის მეორე მიკრორაიონში, 29-ე კორპუსის მიმდებარედ, მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლი განათავსა.
სახლის დადგმას სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი და გლდანის რაიონის მაჟორიტარი კონსტანტინე ზარნაძე, ცხოველების მიმკედლებლებთან ერთად, ესწრებოდნენ.
დედაქალაქის მასშტაბით მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლების დადგმის მიზანი ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში მოქალაქეებისა და კერძო სექტორის ჩართულობის წახალისებაა.