ლეკვების გაჩუქების აქცია
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანის რაიონში, ილია ვეკუას ქუჩა N16ა-სთან მოწყობილ საახალწლო სოფელში ცხოველების გაჩუქების აქცია გამართა.
სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში გასაჩუქებლად გამოყვანილი იყვნენ დაკარგული და პატრონების მიერ თავშესაფარში ჩაბარებული ძაღლები.
სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცხოველების რეგისტრაციისა და სტერილიზაციის შესახებ საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს.
აქციის ფარგლებში ორი ლეკვი დაბინავდა.