სიახლეები
27 დეკემბერი
2022

მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი ხის სახლი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, მე-3 კორპუსის მიმდებარედ, მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლი განათავსა.
 
სახლის დადგმას სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი და ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში - კახა ლაბუჩიძე, ცხოველების მიმკედლებლებთან ერთად, ესწრებოდნენ.
 
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო კერძო და საჯარო სექტორს ქუჩის ბინადარი ცხოველების დახმარებისკენ და მკაცრი ზამთრის გადასატანად, მსგავსი აქტივობების განხორციელებისაკენ მოუწოდებს.