სიახლეები
01 იანვარი
2023

მაშველებმა გაჭედილი ძაღლი გამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა გურამიშვილის გამზირზე, გალფის ბენზინგასამართ სადგურზე რკინაბეტონის კონსტრუცქიაში გაჭედილი ძაღლი გამოიყვანეს.
 
მოსახლეობის თქმით, ძაღლი ერთი დღე-ღამის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა გამოსვლას, რის გამოც, მას თვითდაზიანებები აღენიშნებოდა.
 
სამაშველო ღონისძიება თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა. მაშველებმა ძაღლი უსაფრთხოდ გამოიყვანეს და მუნიციპალურ თავშესაფარში შესაბამისი ვეტერინარული დახმარების მიღების მიზნით გადაიყვანეს.
 
მიუსაფარი ცხოველებისათვის დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, მოგვმართეთ - 032 2 421 424.