სიახლეები
03 იანვარი
2023

მაშველებმა კატა ხიდან ჩამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველები ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე კატას დაეხმარნენ, რომელიც 10-12 მეტრის ხიდან ჩამოსვლას თითქმის სამი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა.
 
როგორც ჩანს, პიროტექნიკის აფეთქებით გამოწვეული შიშის გამო, კატა ხეზე აძვრა, თუმცა საფრთხის გადავლის შემდეგ ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდა.
 
მაშველებმა კატა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და მასზე მზრუნველ ადამიანს ჩააბარეს.
 
ხშირად გვეკითხებიან, რად უნდა კატას ხიდან ჩამოსვლაში დახმარება, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე.
 
ძირითადად, ძაღლებისგან შეშინებული კატა ხეს აფარებს თავს, მაგრამ სიმაღლის შიშის გამო, ზოგჯერ 4-5 დღეც კი, მშიერ-მწყურვალი ადამიანების დახმარების იმედად კვლავ ხეზე რჩება.
 
შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424.