სიახლეები
10 იანვარი
2023

მაშველებმა 8-10 მეტრის ხიდან კატა ჩამოიყვანეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველები ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში კატას დაეხმარნენ, რომელიც 8-10 მეტრის ხიდან ჩამოსვლას თითქმის სამი დღის განმავლობაში ვერ ახერხებდა.
 
მაშველებმა კატა ამწე კალათის მეშვეობით უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და მეპატრონესთან დააბრუნეს.
 
შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424.
 
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.