სიახლეები
13 იანვარი
2023

შეხვედრა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძესა და ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
 
შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა განიხილეს სააგენტოების სამოქმედო გეგმა და მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, მათ შორის:
 
• ვირუსული და ზოონოზური დაავადებების პრევენციისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები;
• დედაქალაქის მასშტაბით მიუსაფარი ცხოველების ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო მასიური ვაქცინაცია/რევაქცინაციის საკითხი;
• ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში დაავადებების გავრცელების მაქსიმალურად აღმოფხვრის მიზნით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების გაძლიერების საკითხი და სხვა.
 
,,ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არის ვირუსულ დაავადებებთან ბრძოლა, განსაკუთრებით საუბარია ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდებ ისეთ საშიშ დაავადებებზე, როგორიც არის ჭირი და ენტერიტი. ვგეგმავთ, აღნიშნული დაავადებების პრევენციისათვის აქტიურად ვითანამშრომლოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და განსაკუთრებული ღონისძიებები გავატაროთ თავშესაფარში, რათა მაქსიმალურად აღმოვფხვრათ დაავადებების გავრცელების რისკები. სააგენტოს ვეტერინარები საკონსულტაციო ფორმატში აქტიურად ჩაერთვებიან აღნიშნული დაავადებების პრევენციის საკითხში. ამასთან,
ჩავატარებთ ერთობლივ ღონისძიებებს დედაქალაქის მიუსაფარი ცხოველებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებისთვის." - აღნიშნა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა.