მიუსაფარი ცხოველების გაჩუქების აქცია
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელში მიუსაფარი ცხოველების გაჩუქების აქცია გამართა.
გაჩუქების აქციაზე მომავალ მეპატრონეებს დაკარგული, პატრონების მიერ მიტოვებული და მიუსაფარი ლეკვები და ძაღლები ელოდებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა მომავალ მეპატრონეებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს პატრონის პასუხისმგებლობისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
აქციის მონაწილეებმა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცხოველების რეგისტრაციისა და სტერილიზაციის შესახებ საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს.
ცხოველის აყვანის ან მათი ბინადრობის არეალში მიკედლების მსურველებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424.
2022 წელს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან დაჩუქდა 700-ზე მეტი, ხოლო მიკედლებით გავიდა 1900-მდე ცხოველი.