დიდ დიღომში მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლი დაიდგა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში პირველი კორპუსის მიმდებარედ, მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლი განათავსა.
დედაქალაქის მასშტაბით, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლების დადგმა ცხოველების მიმკედლებლების ჩართულობით ხორციელდება.
პროექტის მიზანი ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში მოქალაქეებისა და კერძო სექტორის ჩართულობის წახალისებაა.