თანამშრომლობა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან
ცხოველთა მონიტორინიგის სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, ინფექციონისტები და სპეციალისტები ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ვირუსულ და ზოონოზურ დაავადებებთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.
სააგენტოები ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში დაავადებების გავრცელების მაქსიმალურად აღმოფხვრის მიზნითერთობლივ ღონისძიებებს განახორცილებენ.
,,ჩვენი ერთ-ერთი პირველი მიზანია, შევამციროთ შინაურ კომპანიონ ცხოველებში გავრცელებული დაავადებების კონცენტრაცია და ამ მიმართულებით განსაკუთრებულად უსაფრთო ადგილი გავხადოთ ცხოველთა თავშესაფარი. თავშესაფარი ასობით დაავადებულ ცხოველს იღებს, ამიტომ დაავადებების გავრცელების რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ დაავადებული ცხოველები თავსდებიან განცალკევებულად საკარანტინე სივრცეში და ძალიან ინტენსიურად ხდება ვოლიერების, ავტომობილების, საოპერაციოების და სხვა ინვენტარის სტერილიზაციისა, ამ მიმართულებით დამატებით საჭიროა გონივრული ქმედებების განხორციელება.“ - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა.