ანდრია ბასილაიამ სააგენტოს დირექტორთან სამომავლო გეგმები განიხილა
დედაქალაქის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი დაათვალიერა და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორს გიორგი კობიაშვილს, ასევე, თავშესაფრის თანამშრომლებს შეხვდა.
ბასილაია თავშესაფარში მიმდინარე პროცესებს, დაგეგმილ სარემონტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
მერის მოადგილემ, სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სააგენტოს ეფექტურობისა და თავშესაფრის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა.