რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია
საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ყოველი სამი შინაური ცხოველიდან, ერთი მათგანი იკარგება, მისი სიცოცხლის განმავლობაში.
იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული ცხოველის პოვნის ალბათობა კი გაცილებით მაღალია.
დაკარგული ცხოველის შესახებ შეტყიბინების შემოსვლის შემთხვევაში, სააგენტოს თანამშრომელი, პირველ რიგში, ცდილობს ცხოველის იდენტიფიკაციას. თუ ცხოველი ჩიპირებულია, თანამშრომელი მარტივად ადგენს ცხოველის მეპატრონის ვინაობას და უკავშირდება მას.
ძაღლის ან კატის იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში, მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს (მისამართი: კ.მარჯანიშვილის 89/24, ტელ: 032 2 421 424) ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N7-28 დადგენილების მიხედვით, არარეგისტრირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას.