სიახლეები
27 იანვარი
2023

ძაღლების ვაქცინაციის განრიგი

თქვენი შინაური ცხოველის ასაკმა, ჯანმრთელობის მდგომარეობამ და სხვა ფაქტორებმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს მის ვაქცინაციის გრაფიკზე. ამიტომ, გაესაუბრეთ ვეტერინარს, თქვენი ძაღლის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, ვაქცინაციის გრაფიკის დასაზუსტებლად.

კომპლექსური ვაქცინაცია ტარდება სამჯერადად. ვაქცინაციებს შორის ინტერვალი დამოკიდებულია ვაქცინის მწარმოებელზე და შეადგენს ძირითადად 3, ზოგიერთ შემთხვევაში - 2 კვირას.

ძირითადად გამოიყენება შემდეგი დაავადებების წინააღმდეგ: ჭირი, ვირუსული ენტერიტი, ჰეპატიტი, ლეპტოსპიროზი.