სიახლეები
02 თებერვალი
2023

24-ე საჯარო სკოლაში საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილი ჩატარდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 24-ე საჯარო სკოლაში მეექვსე კლასის მოსწავლეებთან შინაური ცხოველების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
  • ცხოველების კეთილდღეობა და მათი უფლებები;
  • ადამიანისა და ცხოველების მეგობრობის ისტორიები;
  • მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;
  • რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“;
  • რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე;
  • რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და ზოგადად, ადამიანს;
  • როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;
  • ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;
  • მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები.
გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და ერთმანეთს ქუჩის ცხოველებზე მზრუნველობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ბავშვებმა მეპატრონეების პასუხისმგებლობაზე, ცხოველების მიტოვების პრობლემასა და მიუსაფარი ცხოველების საჭირობებზე იმსჯელეს.
 
სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, მოსწავლეებს სააგენტოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს და ცხოველების მეგობრის სტატუსი მიანიჭეს. 
 
პროექტის მიზანია მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება.
მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, რომელთაც გსურთ, სააგენტომ თქვენს კლასში აღნიშნული გაკვეთილი ჩაატაროს, დარეკეთ ცხელ ხაზზე -  032 2 421 424 ან მოგვწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით.