სიახლეები
09 თებერვალი
2023

მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის მეპატრონეების საყურადღებოდ

მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის მეპატრონეების საყურადღებოდ!
 
ნუ დატოვებთ თქვენს საკუთრებაში მყოფ პირუტყვს უმეთვალყურეოდ, რადგან ეს საფრთხის შემცველია როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე თავად ცხოველებისათვის. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დედაქალაქის საცხოვრებელ და სატრანსპორტო ზონებში (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა) პირუტყვის ყოლა და გადაადგილება აკრძალულია.
 
პირუტყვის ყოფნისთვის აკრძალული ტერიტორია მოიცავს დედაქალაქის რუკაზე წითელი ფერით მონიშნულ ზონას და მის მომიჯნავე ტერიტორიებს 20 მეტრის რადიუსით. (იხილეთ რუკა)
აღნიშნულ წითელ ზონაში პირუტყვის დაფიქსირების შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ხოლო უმეთვალყურეოდ დატოვებული პირუტყვი ექვემდებარება მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანს.
 
პირუტყვის დედაქალაქში გადაადგილება საფრთხის შემცველია, რაგდან:
• მაღალია ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი;
• ხშირია მწვანე ნარგავების განადგურებისა და ტერიტორიების დაბინძურების შემთხვევები;
• მაღალია ცხოველის დაკარგვის ან მოპარვის რისკი.
 
დედაქალაქში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-93.
 
პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რომელიც ითვალისწინებს მეპატრონის დაჯარიმებას.
 
დედაქალაქის წითელ ზონაში პირუტყვის შემჩნევის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424