სიახლეები
07 თებერვალი
2023

გაჩუქებული ცხოველების მონიტორინგი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თავშესაფრიდან სხვადასხვა პერიოდში გაჩუქებული ცხოველების მონიტორინგი განახორციელა.
 
მონიტორინგის ჯგუფმა ცხოველების მდგომარეობა და საცხოვრებელ პირობები შეამოწმა.
 
სააგენტო თავშესაფრიდან გაჩუქებული ცხოველების მოვლა-პატრონობის მონიტორინგს სისტემატურად განახორციელებს.
 
გამოქვეყნებულია მხოლოდ იმ ცხოველების ფოტოები, რომელთა მეპატრონეებმაც გადაღებაზე თანხმობა განაცხადეს.
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის მიხედვით, ცხოველის პატრონი ვალდებულია:
 
იზრუნოს ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობასა და მის კეთილდღეობაზე;
 
უზრუნველყოს ცხოველის სათანადო კვება და დაწყურვება; ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება; ცხოველის გასეირნება და სათანადო ფიზიკური აქტივობა; სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნა.
 
აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომები დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით.