142-ე სკოლაში შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილი ჩატარდა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თბილისის 142-ე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებთან შინაური ცხოველების შესახებ საინფორმაციო--შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილს პედაგოგებთან ერთად, სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი ბავშვებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებმა სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე იმსჯლეს, მათ შორის, პატრონების მიერ ცხოველების მიტოვების პრობლემასა და შედეგად, მიუსაფარი ცხოველების სიმრავლეზე, ასევე, ცხოველების რეგისტრაციასა და გამრავლების საკითხზე გაამახვილეს ყურადღება.
მოსწავლეებმა ჯგუფური სამუშაოების ფორმატში განიხილეს და შემდეგ, წარმოადგინეს, თუ რა ვალდებულებები ეკისრება პატრონს ცხოველის აყვანისას.
გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და ერთმანეთს ქუჩის ცხოველებზე მზრუნველობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ასევე, მიუსაფარი ცხოველების საჭირობები განიხილეს და გარკვეული გამოცდილების შედეგად წარმოქმნილი შიშის დაძლევის გზებზე იმსჯელეს.
სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, მოსწავლეებს სააგენტოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს და ცხოველების მეგობრის სტატუსი მიანიჭეს.
142-ე საჯარო სკოლაში შექმნილი სამოქალქო კლუბი შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებას, USAID-ის სამოქალაქო განათლების მხარდამჭერი პროექტის - ,,იზრუნე და შეიფარე შენი ოთხფეხა მეგობარი“ ფარგლებში ახორციელებს. აღნიშნული პროექტის მეშვეობით ბავშვები სხვადასხვა მისამართზე ქუჩის ბინადარი ძაღლებისათვის ხის სახლებსაც განათავსებენ.
სააგენტო მიმართავს მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, რომელთაც გსურთ, აღნიშნული გაკვეთილი მათ კლასშიც ჩატარდეს, დარეკონ ცხელ ხაზზე - 032 2 421 424 ან მოგვწერონ სოციალური ქსელის საშუალებით.