მიუსაფარი ცხოველების გაჩუქების აქცია გაიმართა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ვაკის პარკში მიუსაფარი ცხოველების გაჩუქების აქცია გამართა.
ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა ცხოველების აყვანის მსურველებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს პატრონის პასუხისმგებლობისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
აქციის მონაწილეებმა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცხოველების რეგისტრაციისა და სტერილიზაციის შესახებ საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს.
გაჩუქების აქცია მიუსაფარი ცხოველების მიმკედლებლების ჩართულობით ჩატარდა და დაბინავების მიზით ცხოველის მოყვანის საშუალება ნებისმიერ მსურველს ჰქონდა.
როგორც თავშესაფრიდან, ასევე, გაჩუქების აქციების ფარგლებში დაბინავებულ ცხოველებს სააგენტო სისტემატურად გადაამოწმებს.
ცხოველის აყვანის ან მათი ბინადრობის არეალში მიკედლების მსურველებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424.
გასულ წელს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან 700-ზე მეტი ცხოველი გაჩუქდა, ხოლო 1900-მდე - მიკედლებით გავიდა.