გაკვეთილი ქალაქ თბილისის წმინდა გიორგის სახელობის კერძო სკოლაში ჩაატარა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ქალაქ თბილისის წმინდა გიორგის სახელობის კერძო სკოლაში ჩაატარა.
გაკვეთილს მეოთხე კლასის მოსწავლეები, დამრიგებელთან ერთად ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა ცხოველების კეთილდღეობის, სტატუსის, უფლებებისა და უნარ-ჩვევების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, მიუსაფარი ცხოველებისათვის დახმარების აღმოჩენის აუცილებლობაზე იმსჯელეს და პატრონის ვალდებულებებზე გაამახვილეს ყურადღება.
ბავშვებმა ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში სტუმრობის სურვილიც გამოთქვეს და ერთმანეთს საკუთარი ცხოველების შესახებ მაგალითები გაუზიარეს.
გაკვეთილის ბოლოს სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, საქველმოქმედო საქმიანობის წახალისების მიზნით, სერტიფიკატები გადასცეს და მიანიჭეს სტატუსი - "ცხოველების მეგობარი".
საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.