სიახლეები
24 თებერვალი
2023

გაკვეთილი 108-ე საჯარო სკოლაში

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, კომპანიონი ცხოველების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები ქალაქ თბილისის 108-ე საჯარო სკოლის Vა და Vბ კლასების მოსწავლეებთან ჩაატარა.

მოსწავლეებმა ცხოველების კეთილდღეობის, სტატუსის, უფლებებისა და უნარ-ჩვევების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, მიუსაფარი ცხოველებისათვის დახმარების აღმოჩენის აუცილებლობაზე იმსჯელეს და პატრონების მიერ ცხოველების მიტოვების პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება.

მოსწავლეებმა ჯგუფური სამუშაოების ფორმატში განიხილეს და შემდეგ, წარმოადგინეს, თუ რა ვალდებულებები ეკისრება ადამიანს ცხოველის აყვანისას.

გაკვეთილის ბოლოს სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, საქველმოქმედო საქმიანობის წახალისების მიზნით, სერტიფიკატები გადასცეს და მიანიჭეს სტატუსი - "ცხოველების მეგობარი".

საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.