ხის სახლები კიდევ რამდენიმე მისამართზე განთავსდა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები დედაქალაქის მასშტაბით კიდევ რამდენიმე მისამართზე განათავსა.
სახლები განთავსდა ვაშლიჯვარში, არზაყან ემხუარის ქუჩაზე, გლდანის მესამე და მეშვიდე მიკრორაიონებში..
სახლების დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმაც მიიღეს მონაწილეობა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო კერძო და საჯარო სექტორს ქუჩის ბინადარი ცხოველების დახმარებასა და მკაცრი ზამთრის გადასატანად, მსგავსი აქტივობების განხორციელებისაკენ მოუწოდებს.