სიახლეები
06 მარტი
2023

მაშველებმა კედლებს შორის ჩავარდნილი კატა გამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა მურმან ლებანიძის ქუჩაზე ორ კედელს შორის ჩავადნილი კატა, კედლის გამონგრევის შემდეგ, უსაფრთხოდ გამოიყვანეს და მეპატრონესთან დააბრუნეს.
 
შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424.
 
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.