გამოცდილების გაზიარება სხვა მუნიციპალიტეტებთან
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა დაბა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანი იყო მესტიაში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ცენტრის შექმნისთვის საჭირო გამოცდილების გაზიარება.
გიორგი კობიაშვილმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ჩარჩო გააცნო და სააგენტოს საქმიანობის შესახებ დაგროვილი გამოცდილების შესახებ ესაუბრა.
მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაცია მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის მასშტაბით მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის ჰუმანური გზით შემცირებისთვის, ასევე, მოსახლეობის ცნობიერებისა და ცხოველების კეთილდღეობის ხარისხის ამაღლებისთვის.