სიახლეები
09 მარტი
2023

,,მწვანე სკოლაში" კომპანიონი ცხოველების შესახებ გაკვეთილი ჩატარდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ კომპანიონი ცხოველების შესახებ მორიგი საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილი ,,მწვანე სკოლის" მეხუთე კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა.
 
მოსწავლეებმა ცხოველების კეთილდღეობის, სტატუსის, უფლებებისა და უნარ-ჩვევების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, მიუსაფარი ცხოველებისათვის დახმარების აღმოჩენის აუცილებლობაზე იმსჯელეს და პატრონის ვალდებულებებზე გაამახვილეს ყურადღება.
 
გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და ერთმანეთს ქუჩის ცხოველებზე მზრუნველობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
 
გაკვეთილის ბოლოს სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, საქველმოქმედო საქმიანობის წახალისების მიზნით, სერტიფიკატები გადასცეს და მიანიჭეს სტატუსი - "ცხოველების მეგობარი".
 
საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.