სიახლეები
20 მარტი
2023

საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 163-ე საჯარო სკოლაში მეოთხე ,,ა" და ,,გ" კლასის მოსწავლეებთან შინაური კომპანიონი ცხოველების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილები ჩაატარა.
გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
 
ცხოველების კეთილდღეობა და მათი უფლებები;
ადამიანისა და ცხოველების მეგობრობის ისტორიები;
მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;
რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“;
რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე;
რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და ზოგადად, ადამიანს;
როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;
ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;
მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები.
 
გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და ერთმანეთს ქუჩის ცხოველებზე მზრუნველობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ბავშვებმა მეპატრონეების პასუხისმგებლობაზე, ცხოველების მიტოვების პრობლემასა და მიუსაფარი ცხოველების საჭირობებზე იმსჯელეს.
 
გაკვეთილის ბოლოს სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, საქველმოქმედო საქმიანობის წახალისების მიზნით, სერტიფიკატები გადასცეს და მიანიჭეს სტატუსი - "ცხოველების მეგობარი".
 
საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.
 
მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, რომელთაც გსურთ, სააგენტომ თქვენს კლასში აღნიშნული გაკვეთილი ჩაატაროს, დარეკეთ ცხელ ხაზზე - 032 2 421 424 ან  მოგვწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით