სიახლეები
23 მარტი
2023

თანამშრომლობა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან

სამედიცინო სფეროში მუდმივად განახლებადი მიღწევებისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ექიმმა-ვეტერინარებმა Mayhew Inernational-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა.
 
შეხვედრები ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდა და მოიცავდა ვეტერინარიის როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, მათ შორის, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციებს, გაზის ანესთეზიის გამოყენების წესებს, სხვადასხვა ორგანოებისა და სიმსივნეების არსებობის დროს ჩატარებულ ოპერაციებს.
 
ვიზიტის დასასრულს Mayhew Inernational-ის წარმომადგენლებმა მუნიციპალური თავშესაფარი დაათვალიერეს და თავშესაფრის თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს.