თავშესაფარში საკონტროლო დეზინფექცია ჩატარდა
მუნიციპალურ თავშესაფარში საკონტროლო დეზინფექცია ჩატარდა.
ყოველდღიური სანიტარულ-ჰიგიენური პროცესების პარალელურად, საკონტროლო დეზინფექცია სისტემატურად ჩატარდება. ასეთ დროს დამატებით დეზინფიცირდება თავშესაფრის შიდა და გარე ვოლიერები, საოპერაციო და პოსტოპერაციული ბლოკები, კატებისათვის განკუთვნილი სივრცე, საკარანტინე განყოფილებები, ასევე, ეზო და გასასეირნებელი პერიმეტრი. ამასთან, დამატებითი სტერილიზაცია უტარდება ინვენტარსა და ხელსაწყოებს.
თითოეული ცხოველის გადაყვანის შემდეგ დეზინფიცირდება ავტომობილები და მასში განთავსებული ვოლიერები.
სისტემატური სანიტარული პროცესების პარალელურად, სრული საკონტროლო დეზინფექცია მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაავადებების გავრცელების პრევენციისათვის.