ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ახალგაზრდულ პროექტ ,,თათის“ მონაწილეებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ახალგაზრდულ პროექტ ,,თათის“ მონაწილეებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო სააგენტოსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა და სამომავლო ურთიერთანამშრომლობის დაგეგმვა.
სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა პროექტის მონაწილეებს დედაქალაქში არსებული ვითარება და სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან დედაქალაქში და ზოგადად, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მათ გადასაჭრელად დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. კობიაშვილმა ხაზი გაუსვა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას და სახელმწიფოსა და მოქალაქეების როლზე ისაუბრა.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რაიონიდან, მათ შორის: წალკიდან, ასპინძიდან, ჩხოროწყუდან, გორიდან, ხარაგაულიდან, ამბროლაურიდან, ბათუმიდან და ზესტაფონიდან.
ახალგაზრდებმა მათ რეგიონში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს, შეთანხმდნენ ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე კომპანიონი ცხოველების ყოფის გაუმჯობესებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებს პროცესში.
შეხვედრის მონაწილეები სამომავლო ღონისძიებებზე შეთანხმდნენ, რომელსაც თავიანთ რეგიონში ახალგაზრდების საქველმოქმედო საქმიანობის წახალისებისა და ცხოველების კეთილდღეობისათვის განახორციელებენ.
პროექტი ,,თათი“ ორგანიზაცია „Helping Hand”-ის მიერ ხორციელდება და მასში მოსწავლეები და სტუდენტები არიან ჩართული.