სიახლეები
05 აპრილი
2023

მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოლიდარობის სახლმა“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გარემოს დაცვის კომისიისა და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მხარდაჭერით ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მოზარდების, შშმ პირების, სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვების კომპანიონი ცხოველებისადმი ემპათიის თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო.

მონაწილეთა ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი, გარემოს დაცვის კომისიის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე,თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსი ელენე დუმბაძე, ააიპ „სოლიდარობის სახლის“ დირექტორი თამილა ლომიშვილი, სოპრანო თამარ ივერი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში ლევან საგინაშვილი და სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისის“ ხელმძღვანელი ნატალი გოგინაშვილი.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს საბავშვო მაღაზიათა ქსელმა „ჭიტამ “ საჩუქრები, ხოლო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ და საკრებულომ სიგელები და სერტიფიკატები გადასცა.

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში კომპანიონი ცხოველებისადმი ემპათიისა და მზრუნველობის წახალისება, ასევე, ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება