გაკვეთილი 192-ე საჯარო სკოლაში
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ კომპანიონი ცხოველების შესახებ მორიგი საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი 192-ე საჯარო სკოლაში ჩაატარა.
გაკვეთილს მესამე კლასის მოსწავლეებთან ერთად, პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გაკვეთილის განმავლობაში ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები. გაკვეთილი ინტერაქტიულ რეჟიმში ჩატარდა, რომლის განმავლობაშიც მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და მიუსაფარი ცხოველების პრობლემებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს.
სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, მოსწავლეებს სააგენტოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს და ცხოველების მეგობრის სტატუსი მიანიჭეს.
პროექტის მიზანია მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება.
მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, რომელთაც გსურთ, სააგენტომ თქვენს კლასში აღნიშნული გაკვეთილი ჩაატაროს, დარეკეთ ცხელ ხაზზე - 032 2 421 424 ან მოგვწერეთ სოციალური ქსელის საშუალებით